ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტოკანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ეს ინტერვიუ უნიჭო რეჟისორის მიერ დადგმული უნიჭო სპექტაკლია.
პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ხელს აფარებს ფარცხალაძეს.
გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილეთ უნიჭო სპექტაკლი, უნიჭო რეჟისორის დადგმული, სადაც „ქურუდული ოცნების“ მამამთავარმა სცადა თავის მართლება იმ პრეტენზიების მიმართ, რომელიც არსებობს საზოგადოებაში. გამოჩნდა, რომ მას მტკიცე და ურყევი კავშირი აქვს კრიმინალ ფარცხალაძესთან. გადაცემის დიდი ნაწილი მიუძღვნა სწორედ ფარცხალაძის დაცვას, შეგვატყობინა, რომ ადამიანი არაფერში არ არის დამნაშავე, მის მიმართ არავითარი გამოძიება არ არის საჭირო და ფარცხალაძე „ქართული ოცნების“ უფრთო ანგელოზია”, – განაცხდა გრიგოლ ვაშაძემ.
ამასთან, გრიგოლ ვაშაძემ მარიხუანას კულტივაციის თემაზე ბიძინა ივანიშვილის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს, ქვეყანა ნარკოპლანტაციებად იქცეს.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ მარიხუანა არამხოლოდ მისი ინიციატივა, არამედ მისი ბიზნესინტერესია. საქართველოში არავინ დაუშვებს, რომ ეს ქვეყანა ნარკოპლანტაციად გადაიქცეს. ეს აღარ არის საპრეზიდენტო არჩევნები, ეს არის ღირსების არჩევნები. ეს არჩევნები ნათლად აჩვენებს ჩვენ ვიმსახურებთ თუ არა ჩვენს სახელმწიფოს. ქართველებს სახელმწიფოს გარდა, დღეს არაფერი გვაქვს და იმასაც თუ ივანიშვილსა და ფარცხალაძეს ვაჩუქებთ, არაფერი დაგვრჩება”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძნა ივანიშვილმა, სამი არხის („TV პირველის“, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“) სამ ჟურნალისტს (ეკა კვესიტაძე, დიანა ტრაპაიძე, ირაკლიჩხაიძე) შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.