ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მათი კომპიუტერები დაავირუსეს და ტელეკომპანია ავარიულ რეჟიმში მუშაობს.
“რას ეძებთ რუსთავი 2 ის კომპიუტერებში? რამე ჩანაწერს თუ გგონიათ ვინმე კომპიუტრში ინახავს ცდებით.
ორი დღეა ავარიულ რეჟიმში ვმუშაობთ, სისტემა დაავირუსეს და ითიშება კომპიუტერები ერთმანეთის მიყოლებით.
ვირუსის შეტევის მთავარი ობიექტები იყო კომპიუტერებად სახელად gvaramia და meladze. გვარამიას ეგ კომპიუტერი ორი წელია აღარ აქვს დაუთმო”, – წერს მელაძე.