ახალი ამბები მთავარი სოციალური ქსელი

ელისაშვილი – ივანიშვილი არის აფიოზი, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუციებზე მაღლა დგას

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში პარტია “ქართული ოცნების” გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება.

“ფარცხალაძე რომ უდანაშაულო ჰგონია ივანიშვილს იმაზე უფრო დიდი პრობლემა არის ფრაზა – “რატომ უნდა დავსაჯო” !!! თანამდებობრივად მხოლოდ და მხოლოდ პარტიის თავმჯდომარე ფიქრობს რომ მას შეუძლია ვინმე დასაჯოს, ან არ დასაჯოს. ესაა ამ ქვეყნის უმთავრესი პრობლემა – ეს კაცი არის არაფორმალური მმართველი, ანუ მაფიოზი, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუციებზე მაღლა დგას და პირადი შეხედულებებით წყვეტს ვინ დასაჯოს, ან ვინ არ დასაჯოს. ეს კაცი და ოცნება უნდა გავუშვათ !”, – წერს ელისაშვილი.

შეგახსნებთ, რომ გუშინ ინტერვიუს დროს ივანიშვილი ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საკითხსაც შეეხო.

“რაც შეეხება იმას, რაც საზოგადოებას და თქვენც გაინტერესებთ, დაახლოებით ერთი თვეა დაიჭირა „რუსთავი 2“–მა ეს თემა და თქვენც ეხმარებით. ფარცხალაძესთან დაკავშირებით მე ჩაგეკითხეთ, რადგან თქვენ ამბობთ, რომ კაცი უნდა დაისაჯოს, მაგრამ არ გაქვთ საფუძველი, რატომ უნდა მოხდეს ეს. ჟურნალისტი ითხოვთ დასჯას. ამ კაცს დასაჭერი არაფერი არ აქვს’, – განაცხადა ივანიშვილმა.

იტვირთბა....