ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისში მდინარის ფსკერი მოაბეტონეს

ქუთაისში, მდინარე ოღასკურა დროებით დააშრეს და ფსკერი მოაბეტონეს, საუბარია მდინარის იმ მონაკვეთზე, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიედინება.

როგორც ადგილზე მყოფი მუშები “ქუთაისი პოსტთან” საუბარში აცხადებენ, კალაპოტის დაბეტონება იმ მიზნით მოხდა, რომ თავიდან იქნას აცილებული მდინარეში ნარჩენებისა და ქვა-ღორღის დაგროვება. მათი თქმით, მდინარეს, ასევე, გაუკეთდება ბეტონის ჯებირები. ადგილზე აღნიშნავენ, რომ მდინარის კალაპოტის დაბეტონება ერთის მხრივ ხელს შეუწყობს წყლის სწრაფ დინებას, მეორეს მხრივ კი ბეტონის ჯებირები დაიცავს მას კალაპოტიდან გადმოსვლისგან.

აღსანიშნავია, რომ მდინარის ადიდება ხშირად უქმნის პრობლრმრბს ადგილობრივებს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქუთაისის მერიამ დაგეგმა, თუმცა რატომ მოხდა ფსკერზე ბეტონის დასხმა ჯერ უცნობია. აღნიშნულ საკითხზე მერიაში განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

მომხდარს უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების ნაწილის მხრიდან:

“მსგავსი რამ არასოდეს მინახავს. ჯებირების გამაგრება მესმის, მდინარის კალაპოტის გაწმენდა მესმის, მაგრამ მდინარის ფსკერის ბეტონით მოპირკეთება არა. აქ მთლიანად დაირღვევა ეკო-სისტემა. საავტომობილო გზა ან ველო- ბილიკი არ გეგონოთ. ეს მდინარე ოღასკურაა ქუთაისში, რომლის ფსკერი მოაბეტონეს.”- აცხადებს ქუთაისის “საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელი ხვიჩა ვაშაყმაძე.

იტვირთბა....