აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვინც ქვეყნის მბრძანებლის ინტერვიუზე იტყვის, რა გონივრულიაო, სახლში არ შეუშვებენ”

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძნა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს, ნაციონალურიმოძრაობის წევრი რომან გიჩირიძე სოციაკურ ქსელში გამოეხმაურა.

როგორც, გოცირიძემ აღნიშნა ვინც ივანიშვილის ინტერვიუზე იტყვის, რომ გონივრულია სახლში აღარ შეუშვებენ.

ვინც ქვეყნის მბრძანებლის წუხანდელ ტელეინტერვიუზე იტყვის, რა გონივრული აზრები მოვისმინეო, ეკუთვნის ერთი მილიონი ლარი საკომპენსაციოდ. სახლში არ შეუშვებენ. ჩემი პროგნოზით, მორალური ზიანის ასანაზღაურებლ ამ ფულს ან ქალბატონი გუგული მიიღებს, ან ნუკრი ქანთარია, ან კარლო კოპალიანი. კარლო ვინ არის? კარლო ის კაცია, მეორეჯერ რომაა დეპუტატი და არავინ იცის ამის შესახებ, არავის აწუხებს თავისი გამონათქვამებით. ვისაც იცნობთ, იმათ ხომ ნერვების მოშლის მეტი არაფერი გაუკეთებიათ?! მეტი კარლო პარლამენტში! არა რუსთავი 2-ს! ამ დილით გამოვრთე რუსთავი ორი, მივირთი უმი ხახვი და გემრიელ მწვადად მომეჩვენა. აბა” – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძნა ივანიშვილი, სამი არხის („TV პირველის“, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“) სამ ჟურნალისტს (ეკა კვესიტაძე, დიანა ტრაპაიძე, ირაკლიჩხაიძე) შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

 

იტვირთბა....