საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ სამი ტელევიზიის ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუს საინტერესოდ აფასებს. წულუკიანის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს დროს ვნახეთ, როგორ შეიძლება აიტანო ყველანაირი შეკითხვა და უზრდელობა.
ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო საინტერესო, ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა, რომელიც რესპონდენტიც არის, ასევე მედიატორობს დისკუსიების დროს, აიტანოს ყველანაირი შეკითხვა. უფრო მეტიც, არა მხოლოდ ისინი აიტანოს, არამედ დეტალური პასუხებიც გასცეს და აიტანოს ისიც, როდესაც მას უზრდელად ექცევიან. რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს, ჩვენ ეს დავა მიგვყავს ჩვენი მხრივ. მხარეები ვართ, იუსტიციის სამინისტრო და „რუსთავი 2“ სტრასბურგის სასამართლოში წარმოვადგენთ ამ დავაში სახელმწიფოს, მთავრობას და ძალიან მალე ალბათ ვიხილავთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის გამოქვეყნებამდეც, მე, როგორც მხარე, ამ დავაში, ყველანაირ კომენტარისგან თავს შევიკავებდი“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ და ყოფილმა პრემიე-მინისტრმა ბიძნა ივანიშვილმა, სამი არხის („TV პირველის“, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“) სამ ჟურნალისტს (ეკა კვესიტაძე, დიანა ტრაპაიძე, ლევან ჩხაიძე) შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.