ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხუხაშვილი: “გუშინდელის მერე ბიძინა ივანიშვილმა ლიდერის ფუნქცია დაკარგა”

გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეული სენტიმენტები ბიძნა ივანიშვილის მიმართ ჯერ კიდევ გამაჩნია, ჩემთვის ეს იყო წმინდა ადამიანური დრამა – ასე შეაფასა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრსისას.

როგორც ხუხაშილმა “მეტრონომთან” საუბრისას აღნიშნა, გუშნდელი ინტერვიუ იყო ძალიან მძიმე და სამწუხარო.

ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუს ზოგადი შეფასება ჩემთვის ძალიან ძნელი და სამწუხაროა. გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ლიდერის ფუნქცია დაკარგა და მისთვის მთავარ ამოცანად გამოაცხადა სისტემის ადვოკატირება. როგორი ადვოკატია ეს უკვე კლიენტის შესაფასებელია. მთავარი ის არის, რომ მის გამოსვლაში არ ყოფილა არცერთი პოზიტიური გზავნილი რაც ლიდერისთის აუცილებელია. საუბარი იყო მხოლოდ ნეგატივზე და ერთადერთ პრობლემად იყო მხოლოდ “რუსთვი 2”.

“რუსთავი 2″, რომ არა ადამიანები დაინახავდნენ რამდენად გაიზარდა მათი კეთილდღეობა, თუმცა ადამიანების ინდიკატური უფრო საკუთარი მაცივარია ვიდრე რიტორიკა. ლიდერი რომ არ არის ეს გამოჩნდა იმაშიც, რომ ის აღარ ზრუნავს ადამიანების პატივისცემაზე. მისთვის მთავარია ძალის ცენტრის სტატუსის შენარჩუნება, შესაბამისად შიშზე და ძალადობაზე დამყარებული მოქმედებები.

მე არ მინდა დეტალებში შესვლა. მთლიანობაში ამ ინტერვიუმ ჩემში დატოვა ძალიან მძიმე განწყობა. გამომდინარე იქიდან რომ გარკვეული სენტიმენტები ბიძნა ივანიშვილის მიმართ ჯერ კიდევ გამაჩნია, ჩენთვის ეს იყი წმინდა ადამიანური დრამა” – განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ და ყოფილმა პრემიე-მინისტრმა ბიძნა ივანიშვილმა, სამი არხის („TV პირველის“, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“) სამ ჟურნალისტს (ეკა კვესიტაძე, დიანა ტრაპაიძე, ლევან ჩხაიძე) შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

იტვირთბა....