ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ივანიშვილი: პაატა ბურჭულაძე 700 ათასი ლარის საკუთარ თავზე დახარჯვას კანონიერად თვლის?

მე ვუსვამ კითხვას პაატა ბურჭულაძეს, ამას თვლის კანონიერად, რომ საკუთარ თავზე მან და მისმა მეუღლემ 700 ათასი ლარი დახარჯეს?!, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

ივანიშვილმა სამ ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს ისაუბრა პაატა ბურჭულაძესტან შეხვედრაზე და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე.

“ჩემი პირველი შეხვედრა იყო პაატა ბურჭულაძესთან ჩემივე ინიციატივით. მას შევხვდი და შევთავაზე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა მაშინ, როცა ახალი მოსული ვიყავით პოლიტიკაში. მან მითხრა, რომ უნდა სცენაზე დარჩეს, რაც მე მადლიერებით შევაფასე, გამოვედი და საჯაროდ მივესალმე ამას. ამის შემდგომ მისივე ინიციატივით მესტუმრა მეუღლესთან ერთად და მაჩვენა, რომ გარკვეული პირობების შემთხვევაში ის თანახმა იქნებოდა ჩვენი თანაგუნდელი გამხდარიყო, მან დაასახელა 9 მლნ დოლარი, რაზეც მე ვუთხარი, თუ რას ნიშნავდა ეს. მან ისაუბრა დანაკარგებზე იმ შემთხვევაში, თუ სცენიდან წამოვიდოდა, თუმცა მე ვეუბნებოდი, რომ შეეძლო ყოფილიყო სცენაზე და თან ყოფილიყო ჩვენი მხარდამჭერი, თუმცა მან ეს უარყო. ამის შემდეგ მე ხუმრობით გადავუანგარიშე ჰონორარი, რადგან ის აღარ იყო თავისი შემოქმედების პიკზე ასაკითაც და შემოქმედებითაც, შევახსენე მისი ჰონორარი და ვუთხარი, დაახლოებით 200 წელი დასჭირდება, რომ სცენაზე იდგე და ამდენი ფული აიღოთქო. გადავთვალეთ ერთად, მილიონს ვერ გავცდით, უკეთეს შემთხვევაში ეს შეიძლება ორი მილიონი ყოფილიყო და ამის მეტს ვერ გავცდით. მეორე დღეს მისი მეუღლე მირეკავს, ამოდის ჩემთან, ჩემდა გასაოცრად, იღებს ჩანთიდან ფურცელს, სადაც ანგარიში წერია და ამბობს, გადაგვიხადე 2 მილიონიო. მე ვუთხარი, რომ ამას არ დავპირებივარ, მან ანგარიში დატოვა და წავიდა. საღამოს გადავურეკე და ვუთხარი, რომ ამას არ დავპირებივარ და არ გავაკეთებ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

იტვირთბა....