ჩვენ გვაქვს პიარჯგუფთან ერთად, რომელიც პარტიაში ჩამოვაყალიბეთ, მთელი პროგრამა, რომ მაქსიმალურად მოვახერხებთ თუ თვითონაც გამოგვყვებიან , თუმცა ამის ილუზია არ გაგვაჩნია. არ გათეთრდება ყორანი რაც უნდა ხეხო ქვიშითა – ეს ანდაზა მახსენდება, მაგრამ მცდელობას არ დავაკლებთ, რომ რუსთავი 2-ში განსხვავებული აზრი შევიდეს და არა ეს სიცრუე.
ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშილმა 3 ჟურნალისტთან შეხვედრისას ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით განაცხადა.