ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

საპრეზიდენტო არჩევნებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 23-კაციანი დელეგაცია დააკვირდება

2018 წლის 28 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 23-კაციანი დელეგაცია დააკვირდება.

დელეგაცია არჩევნებს ეუთოს საპარლამეტი ასამბლეის, ევროპის პარლამენტის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციებსა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან ერთად დააკვირდება.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საპრეზიდენტო კანდიდატებს, ცესკოს თავმჯდომარეს, ასევე ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

დელეგაცია საქართველოში 26 ოქტომბერს ჩამოვა.

იტვირთბა....