ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს გარე პერიმეტრზე ვიდეოთვალთვალის განხორციელება დაევალათ

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა გარე პერიმეტრზე ვიდეოთვალთვალი უნდა განახორციელონ – ამის შესახებ განკარგულება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასცა.

Businesspos-ის ინფორმაციით, მიკროსაფინანსოებმა პირველ მარტამდე უნდა წარადგინონ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, რომელიც ოფისის გარე პერიმეტრზე  ვიდეოსათვალთვალო მოწყობილობის დამონტაჟებასა და საგანგაშოს ღილაკის მომსახურებას შეეხება.

იმ შემთხვევაშიც, თუ შეუძლებელია მოწყობილობის დამონტაჟბა, ორგანიზაციამ სამინისტროდან შესაბამისი ცნობა უნდა წარუდგინოს. ვიდეოჩანაწერებით მიღებული ელექტრონული ინფორმაცია ინახება.

იტვირთბა....