“ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში დანიაში საერთაშორისო კონფერენციაზე თეა წულუკიანის გამოსვლას ეხმაურება.
“თეა წულუკიანის მორიგი “გმირობა”…
საერთაშორისო კონფერენციაზე დანიაში, საერთაშორისო გამჭვირვალეობის წარმომადგენლის კითხვაზე ქვეყანაში არსებული კორუფციის შესახებ, პასუხობს, რომ ტრანსპარენსის ხელმძღვანელი ეკა გიგაური “9 წლის” დროს შსს-ში მუშაობდა და წვლილი აქვს შეტანილი 7 ნოემბრის აქციის დარბევაში!!!
ასეთი სამარცხვინო მინისტრი მეორე არ გვყავს და დიდი ეჭვი მაქვს კარგა ხანი არ გვეყოლება”, – წერს კაპანაძე.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე, რომელიც ყოველ წელს კოპენჰაგენში იმართება და მსოფლიოში კორუფციასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კონფერენციაა თეა წულუკიანმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” გააკრიტიკა და თქვა, რომ ერთი ორგანიზაცია საუბრობს საქართველოში მოქმედი ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით.