თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამამ მამუკა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა, რომ ლადო გრიგალაშვილი ანგელოზად გამოიყვანეს.
გარდაცვლილის მამამ ბრალდებულის ოჯახის წევრების გამოკითხვა შეაფასა.
ვიცოდი, რომ ახალს არაფერს იტყოდნენ, ისინი არიან ნამუსგარეცხილი ხალხი. მეგონა, რომ სანამ ლადო გრიგალაშვილის დედა დაიკითხებიდა, კიდევ რაღაც სინანულის გრძნობა აწუხებდათ. არც კი მოუსამძიმრებიათ. ირონიულად საუბრობდნენ. ჩვენებაში თქვეს, რომ ღირსეული შვილი მყავსო და ანგელოზად გამოიყვანეს. როგორც ზაქარია გრიგალაშვილმა თქვა, მან საკუთარი ნებით დატოვა თანამდებობა. მე შეხვედრაზე მინისტრი დამპირდა, რომ გაერკვეოდა სიტუაციაში, თუმცა რა მოხდა იქ უკვე აღარ ვიცი” -განაცხადა მამუკა ნაცვლიშვილმა.
შემდეგი პროცესი 9 ნოემბერს, 10:00 საათზე კვლავ ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვით განახლდება.
შეგახსენებთ, 20 წლის ანა ნაცვლიშვილი მიმდინარე წლის თებერვალში მოკლეს. მას თავისა და კისრის არეში მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა. ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი დანაშაულს არ აღიარებს.