ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კაკულია – რელიგიური შეგონების შესრულების მომენტი ახლა დგება – თუ სხეულის ერთი ნაწილი გაცდუნებს, სჯობს, მოიკვეთო

კვანძის გახსნა არჩევნებამდე მოხდება.  დაველოდებოდი და ვნახავდი, რა სურათი დადგება. დავინახავთ, რა რას ემსახურებოდა. მომავლის პერსპექტივა მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებს აქვთ, ვინც საკუთარ თავში თვითწმენდის რესურს იპოვის, – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ გააკეთა. კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.

მისივე თქმით, მომავლის პერსპექტივა მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებს აქვთ, ვინც საკუთარ თავში თვითწმენდის რესურსს იპოვიან.

კვანძის გახსნა არჩევნებამდე მოხდება.  დაველოდებოდი და ვნახავდი, რა სურათი დადგება. დავინახავთ, რა რას ემსახურებოდა. მომავლის პერსპექტივა მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებს აქვთ, ვინც საკუთარ თავში თვითწმენდის რესურს იპოვის. ეს ეკუთვნის ყველას, ვისაც უნდა, რომ მომავალში მოსახლეობასთან ურთიერთობა გააგრძელოს. თვითწმენდის პროცესი ყველამ უნდა გაიაროს. ცნობილი რელიგიური შეგონების შესრულების მომენტი ახლა დგება – თუ სხეულის ერთი ნაწილი გაცდუნებს, სჯობს, მოიკვეთო სანამ დაავადება მთელ სხეულზე გადავა. ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც პრეტენზია აქვს აქტიური პოლიტიკური ცხოვრება ჰქონდეს და საზოგადოების მხარდაჭერით სარგებლობდეს, პირთა წმენდა უნდა გააკეთოს და იმ სახეების, პოლიტიკოსების თუ მასთან ასოცირებული ადამიანების მიმართ ძალიან კრიტიკული  იყოს, რომლებიც საზოგადოებაში მის სახეს ქმნიან”, – აღნიშნა დეპუტატმა.

იტვირთბა....