არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვაშაძე ახალ ჩანაწერებზე: “კანონიერ ქურდებსაც კი რაღაც წესები აქვთ და ამათ წესებიც აღარ აქვთ”

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის შეფასება, ე.წ. „ომეგას“ საქმეზე გავრცელებულ ახალა ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ხელისუფლება ქვეყანას 90-იანი წლების მეთოდებით მართავს.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ქვეყანას მართავს შეიარაღებული ბანდფორმირება, რომელიც არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.

აღშფოთებული არის ხალხი იმ ფირების  ყურებით რაც “რუსთავი 2”- ზე და სხვა  ტელეარხებზე გადის. ეს არის აღმაშფოთებელი, ამაზრზენი და გულის ამრევი. ჩვენს ქვეყანას მართავს „ქურდული ოცნება“. კანონიერ ქურდებსაც რაღაც წესები აქვთ და ამათ წესებიც აღარ აქვთ არანაირი. ეს არც მაფია არის, ეს არის რაღაცა უკანონო შეიარაღებული ბანდფორმირება, რომელიც მორალის,  კონსტიტუციის, კანონის  და ჩვენი პოლიტიკური სისტემის იქით არის გასული ისე რომ მათი  მობრუნება შეუძლებელია“- ბგანაცხადა გრიგოლ ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ კურიერს წყარომ 2 ვიდეო ჩანაწერი მიაწოდა. ორივე მათგანში სპორტის ყოფილი მინისტრი ზაზა ოქუაშვილს და ომეგას სხვა მენეჯერებს ესაუბრება.

იტვირთბა....