aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი

გრიგოლია – გადაცემა “რეაქციის” გამო, ივანიშვილთან ინტერვიუზე ვერ წავალ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას ეხმაურება.

“გამარჯობა, მეგობრებო. რადგან ამდენი ადამიანი მირეკავს და მეკითხება, მივდივარ თუ არა ხვალ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე. ბარემ აქვე დავწერ, სიამოვნებით წავიდოდი, რადგან მგონია, რომ საინტერესო ბრიფინგი იქნება, მაგრამ ხვალ 20.00-ზე მეწყება გადაცემა ,,რეაქცია,, რომელიც გრძელდება ზუსტად იმ დრომდე, როდესაც იწყება ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ ჟურნალისტებთან. ფიზიკურად ვერ მოვახერხებ, ამიტომ ტვ ,,პირველი,, გადაწყვეტს , ვინ მიიღებს მონაწილეობას ჩვენგან ამ შეხვედრაში. მადლობა ყურადღებისთვის”, – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ინგა გრიგოლია.

ხვალ, 23 ოქტომბერს, 22:00 საათზე ბიძინა ივანიშვილი 3 ჟურნალისტს ინტერვიუზე იწვევს. 

იტვირთბა....