ევროკავშირი განიხილავს უპრეცედენტო გეგმას, რომელიც უკრაინის ბლოკში ნაწილობრივ გაწევრიანებას ითვალისწინებს – ამის შესახებ ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
“ეს იქნება პროცესის ერთგვარი ხელახალი კალიბრაცია – გაწევრიანდებით და შემდეგ ეტაპობრივად მიიღებთ უფლებებსა და ვალდებულებებს. ამრიგად, გადაიხედება, თუ როგორ ვახორციელებთ გაწევრიანებას იმ სრულიად განსხვავებული სიტუაციის საფუძველზე, რომელიც ახლა გვაქვს, იმ დროსთან შედარებით, როდესაც კომისიამ გაწევრიანების კრიტერიუმები დაადგინა“ — განაცხადა ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა გამოცემასთან საუბარში.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბრიუსელში განიხილავენ ე.წ. „უკუღმა გაფართოების“ მოდელს, რომელიც ერთ-ერთი ევროკავშირის ოფიციალური პირის განმარტებით ნიშნავს, რომ „ქვეყანა ჯერ ერთიანდება, ხოლო შემდეგ ეტაპობრივად იღებს უფლებებსა და ვალდებულებებს“.
იტვირთბა....

