აქტუალური თემა ახალი ამბები

“რუსეთს არ აპირებს ნატო-ს წევრ ქვეყნებზე თავდასხმას წელს ან მომავალ წელს, თუმცა სწრაფად აღადგენს სამხედრო ძალებს, ვიდრე ევროპა თავის შეიარაღებაზე მუშაობს” – ესტონეთის დაზვერვა

რუსეთს არ აპირებს ნატო-ს წევრ ქვეყნებზე თავდასხმას წელს ან მომავალ წელს, თუმცა სწრაფად აღადგენს სამხედრო ძალებს, ვიდრე ევროპა თავის შეიარაღებაზე მუშაობს. ამის შესახებ ესტონეთის დაზვერვის ანგარიშშია ნათქვამი.

„ევროპამ ინვესტიცია უნდა ჩადოს თავდაცვასა და შიდა უსაფრთხოებაში, რათა მომავალში რუსეთი მიხვდეს, რომ არანაირი შანსი არ აქვს ნატო-ს ქვეყნების წინააღმდეგ“, – განუცხადა ესტონეთის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა კაუპო როზინმა ჟურნალისტებს.

როზინის თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობა ძალიან შეშფოთებულია ევროპის შეიარაღებით.

„ისინი ხედავენ, რომ ორ-სამ წელიწადში ევროპას შეეძლება დამოუკიდებელი სამხედრო ოპერაციის ჩატარება რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთის მიზანი ახლა არის ამის შეფერხება და ხელის შეშლა“, – აღნიშნა როზინმა.

ანგარიშის თანახმად, რუსეთში საბრძოლო მასალის წარმოება იმდენად სწრაფად იზრდება, რომ ქვეყანას შეეძლება, მომავალი ომებისთვის მარაგების დაგროვება, უკრაინაში ბრძოლის გაგრძელების პარალელურად.

„ეს ცვლილება გამომდინარეობს კრემლის ამბიციიდან, გამოიყენოს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ორმხრივი ურთიერთობების აღსადგენად და მიაღწიოს შეთანხმებას, რომელიც ოფიციალურად დაამტკიცებს უკრაინის დამარცხებას“. – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე საუბარია რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობაზე. დოკუმენტის მიხედვით, ჩინეთი რუსეთში ხედავს სასარგებლო მოკავშირეს დასავლეთის მარგინალიზაციისთვის და ენერგიის წყაროს, თუ ტაივანთან კონფლიქტი სანქციებს ან საზღვაო ბლოკადას გამოიწვევს.

იტვირთბა....