ევროკომისია უკმაყოფილოა ესპანეთის გადაწყვეტილებით, რომელიც 500 000 მიგრანტის ლეგალიზებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს.
„ევრონიუსს“ ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა, ცუდი სიგნალი გაუგზავნოს სხვა მიგრანტებს.
„ეს არ შეესაბამება ევროკავშირის სულისკვეთებას მიგრაციის საკითხში“, – განაცხადა კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა ანონიმურად.
ესპანეთის გადაწყვეტილება, რომელიც იანვრის ბოლოს გამოცხადდა, ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ქვეყანაში 2025 წლის 31 დეკემბრამდე შევიდნენ.
ახალი დადგენილებით, მიგრანტებს მიენიჭებათ ყოველწლიური ბინადრობის ნებართვა და ესპანეთის ეკონომიკის ნებისმიერ სექტორში მუშაობის უფლება.

