დღეს, საპრეზიდენტო კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი ლილოს ბაზრობის მოვაჭრეებს შეხვდა და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
გაპრეზიდენტების შემთხვევაში ნათელაშვილი მოვაჭრეებს საკასო აპარატების გაუქმებას ჰპირდება.
2006 წელს ჩვენ აქედან დავიწყეთ ე.წ. ლილოს რევოლუცია, რის შემდეგაც 3 წელი საკასო აპარატებისგან გავათავისუფლეთ ჩვენი ვაჭრობის სფეროში დასაქმებული ახლობლები. ისინი აქ დგანან იმიტომ, რომ წაართვეს თავიანთი სამუშაო, თავიანთი საარსებო არეალი და თავი რომ გადაირჩინონ უნდა იდგნენ აქ, თანაც მილიარდერების მაგივრად უნდა შეავსონ ბიუჯეტი და იმ მილიარდერებმა თავიანთი მილიარდები უნდა გადარიცხონ ოფშორულ ზონებში და არა ბიუჯეტში. 28-ში ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი ლილოს რევოლუცია, რომელიც უნდა დამთავრდეს გამარჯვებით,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.