aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნაციონალებმა” შეიძლება მოიგონ საპრეზიდენტო არჩევნები, მაგრამ პრეზიდენტი არ არის ხელისუფლების ცვლილება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა, მიმდინარე საპრეზიდეტო არჩევნებთან დაკავშირებით “გურია ნიუსთან” კომეტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ შესაძლებელია ეს არჩევნები ნაციონალებმა მოიგონ.

“ნაციონალების დაბრუნებას არ ველოდები. ისინი ჩაკეტილ სისტემაში მუშაობენ.

ვთქვათ, მოვლენები ფანტასტიკური სცენარის მიხედვით განვითარდა და მათ საპრეზიდენტო არჩევნები მოიგეს, მერე რა?!

ისინი ამ არჩევნებს იმის გამო კი არ მოიგებენ, რომ მაღალი ნდობა აქვთ, არამედ იმიტომ მოიგებენ, რომ

“ქართულმა ოცნებამ” გაიკეთა ხარაკირი. ხარაკირის გარდა, სხვას ვერაფერს დავარქმევ იმ სიბრიყვეებს, რასაც მმართველი პარტია აკეთებს.

ასე რომ, ნაციონალებმა შეიძლება მოიგონ საპრეზიდენტო არჩევნები, მაგრამ პრეზიდენტი არ არის ხელისუფლების ცვლილება.

არც მაშინ შეიცვლება რამე, თუ სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს.

ის, რაც ახლა ხდება, აღარ არის არჩევნები. ეს არის რეალითი შოუ. ამომრჩეველს პოლიტიკურ ელიტასთან ყველა სახის კომუნიკაცია დაკარგული აქვს. ხალხს არავინ არ მოსწონს, არავინ არ აინტერესებს. არჩევნებზე ვინც წავა, წავა ერთჯერადი კონტრაქტით. ეს არ იქნება ხმის მიცემა, ეს იქნება ხმის გადაგდება სარგებლის გამო.

გაზი გამიყვანე, ვიღაცა დამისაქმე, ამის გამო. შესაბამისად, ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, მას ნორმალური, სახალხო ლეგიტიმაცია არ ექნება. ამიტომაც ეს არის რეალითი შოუ პრეზიდენტი.

გარდა იმისა, რომ გამარჯვებულ კანდიდატს სახალხო ლეგიტიმაცია არ ექნება, მას არც უფლებები აქვს. მხოლოდ დიდ სახლში იცხოვრებს. ან ქალი იქნება ის ვიღაც, ან კაცი. ჩემი აზრით, სულერთია, ვინ იქნება.
არჩევნებზე რაც არ უნდა შედეგი დაიდოს, ეს “ქართული ოცნების” დეგრადაციას ვერ შეაჩერებს. ის გაგრძელდება და 2020 წელს ფატალურად დამთავრდება” – განაცხადა “გურია ნიუსთან” საუბრისას გია ხუხშვილმა.

 

იტვირთბა....