ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მეტროსადგურები აშენდება

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურის გამოყენებით, სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მეტროსადგურები აშენდება, – ამის შესახებ პრემიერმა „მწვანე პოლიტიკა – ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

„დღეს ჩვენ ვაანონსებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურას ჩვენ გამოვიყენებთ და ავაშენებთ ახალ მეტროსადგურებს სამგორიდან ლილოს მიმართულებით. ეს დამატებით სიცოცხლეს მოიტანს ჩვენს დედაქალაქში. ამასთან ერთად, თბილისის აგლომერაცია ვითარდება და პერსპექტივაში ეს ხაზი დაგვეხმარება, რომ მომავალში ქალაქი რუსთავიც შესაბამისი ინფრასტრუქტურით თბილისის მეტროს მოვაბათ. ეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის პროექტი“, – განაცხადა ბახტაძემ.

იტვირთბა....