„გრიგოლ ვაშაძესთან დავძმაკაცდი. ერთხელ მეუბნება – ბატონ მურმან, მომეცი აღთქმა, რომ შენ ოპოზიციაში აღარ წახვალ. სახარება მოიტანა და დამადებინა ორივე ხელი. მივეფერე სახარებას, ვუთხარი – არ წავალ ოპოზიციაში, თუ ის შეასრულებს ერთ პირობას, თუ 2018 წლის 29 ოქტომბერს გრიგოლ ვაშაძე შედის ავლაბრის რეზიდენციაში, დაუძახებს თავის თანაშემწეს და გამოართმევს A4 ფორმატის ქაღალდს, ამოიღებს საკუთარი პერანგიდან კალამს და მისი ლამაზი მარჯვენა, მტკიცე ხელით წერს შემდეგი შინაარსის ბრძანებას: მე, საქართველოს პრეზიდენტი გრიგოლ ვაშაძე ვბრძანებ და ორი წერტილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აღუდგეს მოქალაქეობა”
ამის შესახებ მურმან დუმბაძემ განაცხადა.