“თქვენ ხართ ატომური ბომბი და გაჩერდით ერთ ადგილზე. დედებს ნუ კლავთ, ჩვენ გაგაჩერებთ, პირობას გაძლევთ, მთელი ქართველი დედების სახელით”- ასე მიმართა მოქალაქემ “გირჩის” ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს დედა ენის პარკში, სანამ მას დააკავებდნენ.
“გირჩის” ლიდერმა და ამავე პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, ზურა ჯაფარიძემ დედა ენის ბაღში კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე მისულებს კანაფი დაურიგა.
მისი თქმით, მან განახორციელა სამოქალაქო დამოურჩილებლობის აქტი, რის გამოც იქ მობილიზებულმა სამართალდამცველებმა ჯაფარიძე დააკავეს.
დღეს, “გირჩმა” დედა ენი ბაღში დაგეგმა კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის გამართვა. რამდენიმე საათით ადრე გირჩის სამი ლიდერი იაგო ხვიჩია, ნიკა ობოლაძე და ვახტანგ მეგრელიშვილი პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა. ასევე, განყოფილებაში გადაყვანილი არიან აქტივისტებიც.