შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატის ზურაბ ჯაფარიძის დაკავების შესაებ და აცხადებს, რომ ის თავისი ნებით გაჰყვა სამართლადამცველებს იმ გამოძიების ფარგლებში, რომელსაც უწყება აწარმოებს.
უწყების განმარტებით, „გირჩის“ მიერ მარიხუანას ე.წ. მარიხუანის ფესტივალის ორგანიზების და ფესტივალის ფარგლებში მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით.
“აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, ზურაბ ჯაფარიძის მიმართ აუცილებელი გახდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რაც, შეკრებილი ხალხის რაოდენობის გათვალისწინებით, ადგილზე შეუძლებელი იყო. ვინაიდან ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტობის კანდიდატია, სამართალდამცველებმა მას საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისღებად პოლიციის განყოფილებაში გაყოლა შესთავაზეს. ზურაბ ჯაფარიძე პოლიციის თანამშომლებს ნებაყოფლობით გაჰყვა. ამ ეტაპზე, მისი მონაწილეობით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ასევე, მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზებისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის დაკავებულია 11 პირი”- აცხადებენ შსს-ში.
დღეს, “გირჩს” უნდა ჩაეტარებინა მარიხუანის ლეგალიზაციის ფესტივალი, თუმცა ფესტივალის დაწყებამდე დააკავეს გირჩის 3 ლიდერი – იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და ნიკა ობოლაძე. ამის შემდეგ ზურაბ ჯაფარიძემ ჩაიდინა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი და მარიხუანა დედა ენის ბაღში შეკრებილებს დაურიგა. ამ ფაქტის შემდეგ ჯაფარიძე პოლიციამ დააკავა.