ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოკუპანტებმა სოფელ ახმაჯიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს

ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახმაჯიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, გიორგი შამანაური და იასონ შუკაკიძე ახმაჯის ტყეში შეშის მოსატანად იყვნენ წასულები, რა დროსაც ისინი ოკუპანტებმა დააკავეს.

გატაცებულები კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი ოკამის მცხოვრებლები არიან.

ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.

იტვირთბა....