ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“25 ოქტომბრიდან ფონდი „იავნანა“ ახალ სიცოცხლეს დაიწყებს და ამაში მას ხელს ვეღარავინ შეუშლის“

პაატა ბურჭულაძის განცხადებით, 25 ოქტომბრიდან ფონდი „იავნანა“ ახალ სიცოცხლეს დაიწყებს და ამაში მას ხელს ვეღარავინ შეუშლის. დღეს, ბურჭულაძემ სპეციალური ბრიფინგი მოაწყო.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ფონდ „იავნანას“ წინააღმდეგ მორიგი პროვოკაცია იგეგმება. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან 25 ოქტომბერს ფონდი გეგმავს გრანდიოზულ საქველმოქმედო გალა-კონცერტს. საქმე იმაშია, რომ გარკვეული ჯგუფები კვლავ სპეკულირებენ ფონდის სახელით და ჩადიან იმ ოჯახებთან, რომლებსაც ფონდი დაეხმარა. მინდა მივმართო „იავნანას“ ყველა ოჯახს, სტუდენტს თუ ბავშვს, არ მოტყუვდეთ, არც ფონდი და არც მე თქვენთან ინტერვიუსთვის, ან რაიმე საკითხთან დაკავშირებით არავის ვაგზავნით. ეს ადამიანები ცრუობენ და ფონდის წარმომადგენლები არ არიან”- აღნიშნა ბურჭულაძემ.

მან მოუწოდა პროკურატურას, რომ შეწყვიტოს დევნა, ბოდიში მოიხადოს და ხალხს უთხრა, რომ ყველაფერი სიცრუეა.

“ერთი წელია, ფონდი თავის საქმეს ვეღარ აკეთებს და სოციალურად დაუცველი ოჯახები ვეღარ იღებენ იმ დახმარებას, რომელსაც ფონდი ყოველწლიურად გასცემდა. მე დღეს საქართველოს მთავრობას თხოვნის წერილით მივმართავ, დაეხმარეთ იმ ოჯახებს, ვისაც ძალიან უჭირთ, სანამ „იავნანა“ სრულფასოვნად დაიწყებდეს მუშაობას, მანამდე მიხედეთ ამ ხალხს, თქვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ჩვენ საქართველოს პროკურატურასაც გადავეცით იმ ოჯახების სია, ვისთვისაც დახმარების გაწევა გვინდოდა და თქვენც, საქართველოს მთავრობას გიგზავნით. 25 ოქტომბრიდან ფონდი „იავნანა“ ახალ სიცოცხლეს დაიწყებს და ამაში მას ხელს ვეღარავინ შეუშლის“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

იტვირთბა....