ახალი ამბები მთავარი სამართალი

ძლიერი ხანძარი ხულოში: გარდაცვლილია 18 წლის გოგო და 72 წლის კაცი

ხულოში,  სოფელ ჭახაურში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. 

მათი ინფოირმაციით, გარდაცვლილია 18 წლის გოგონა და 72 წლის მამაკაცი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე – მაშველები ამ წუთებში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ.

ადგილზე მუშაობს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით აღძრა, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, რამაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....