თბილისში, ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღეს საღამოს პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლას აპირებს.
მისი თქმით, თბილისში ბევრ უცხოელს აქვს კარავი გაშლილი და თუ კარვის დადგმა საქართველოში ნებადართული არი არის, მაშინ ამის უფლება არავის უნდა ჰქონდეს.
კარვის გაშლას ყოველთვის დავაპირებ, რადგან მარჯანიშვილზე, ქუჩაში ვნახე, რომ ბევრი კარავიაგაშლილი. უცხოელებს – არაბებს, თურქებს და სირიელებს თუ აქვთ კარვის გაშლის უფლება, ჩვენ არ გვაქვს?! თუ კარვის გაშლის უფლება ქალაქსა და ქვეყანაში არ არსებობს, მაშინ ეს არავისთვის უნდა იყოს ნებადართული“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.