ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ძიძიგური – შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში რაღაც ტიპის დესტაბილიზაციის გამოწვევას ცდილობს

შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში რაღაც ტიპის დესტაბილიზაციის გამოწვევას ცდილობს, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სრულიად უსუსური მცდელობა, რომ ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობას შეუქმნან საფრთხე. მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი ვინ არის, როცა შევარდნაძე მასზე გაცილებით ძლიერი იყო და მაშინ მოვუწყვე რევოლუციაო. ასეთი რამ პირდაპირ განაცხადა თავიანთი პარტიული ტელევიზიის ეთერიდან. ასეთი სურვილები აქვთ.

ნურავის ექნება ილუზია, რომ ქვეყანაში რამე ტიპის არეულობას ან რამე ტიპის დესტაბილიზაციას გამოიწვევს“, – განაცხადა ძიძიგურმა.

უკანასკნელ პერიოდში ჩვენ შემოგვდიოდაოპერატიული სიგნალები, რომ მასობრივი თავშეყრის ადგილებში იგეგმებოდა ძალადობრივი პროვოკაციები. ​ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების შედეგად, ეს მცდელობები ჩანასახშივე იქნა აღკვეთილი, – ამის შესახებ პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა.

გიორგობიანის განცხადებით, ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის საშუალება არავის ექნება.

ოპერატიული ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე იმ მიზნით, რომ არ მოხდეს წინასაარჩევნო პროცესის დამძიმება, ამ ეტაპზე, დეტალების გახმაურებისგან შეგნებულად ვიკავებთ თავს. თუმცა, შესაბამის დროს, საჭიროებისამებრ მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას.

ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინირებულად პრევენციული ღონისძიებები გრძელდება და პროვოკაციის ნებისმიერ მცდელობაზე იქნება მყისიერი რეაგირება. არავის მივცემთ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის საშუალებას“, – განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიას განცხადებით, ზეპირად იცის თუ როგორ იგეგმებოდა ქვეყანაში დესტაბილიზაცია.

იტვირთბა....