უკანასკნელ პერიოდში ჩვენ შემოგვდიოდაოპერატიული სიგნალები, რომ მასობრივი თავშეყრის ადგილებში იგეგმებოდა ძალადობრივი პროვოკაციები. ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების შედეგად, ეს მცდელობები ჩანასახშივე იქნა აღკვეთილი, – ამის შესახებ პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა.
გიორგობიანის განცხადებით, ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის საშუალება არავის ექნება.
ოპერატიული ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე იმ მიზნით, რომ არ მოხდეს წინასაარჩევნო პროცესის დამძიმება, ამ ეტაპზე, დეტალების გახმაურებისგან შეგნებულად ვიკავებთ თავს. თუმცა, შესაბამის დროს, საჭიროებისამებრ მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას.
ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინირებულად პრევენციული ღონისძიებები გრძელდება და პროვოკაციის ნებისმიერ მცდელობაზე იქნება მყისიერი რეაგირება. არავის მივცემთ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის საშუალებას“, – განაცხადა ნინო გიორგობიანმა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეტა მინისტრი გიორგი გახარიას განცხადებით, ზეპირად იცის თუ როგორ იგეგმებოდა ქვეყანაში დესტაბილიზაცია.