ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“როდესაც ციხეში სამი მამაკაცი შედის და იქიდან ჩანაწერი გამოდის, ესე იგი ერთ-ერთის გამოტანილია”

“პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ ლალი მოროშკინამ განაცხადა, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტროში მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობდა, რომ როდესაც ციხეში სამი მამაკაცი შედის და იქიდან ჩანაწერი გამოდის, ესე იგი ერთ-ერთის გამოტანილია.

“მე ხელს არავის ვადებ. ჩვენ პროკურატურასთან ერთად ციხეები გავწმინდეთ, როცა ყველაფერი დაკამერებული იყო და პირადი მონახულების ოთახებსა და ცოლ-ქმარსაც უღებდნენ პაემნის დროს. ესეიგი ერთ-ერთის გამოტანილია. არ ვიცი, რის ფასად“, – განაცხადა მორიშკინამ.

მან აქვე აღნიშნა, რომ ჩანაწერების გამოტანის საქმეში თავად მირზა სუბელიანს გამორიცხავს.

 

იტვირთბა....