ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„თუ მართლაც ატარებენ ასეთ სამუშაოებს, ეს ძალიან საშიშია“ – პუტინი ლუგარის ლაბორატორიაზე საუბრობს

„თუ მართლაც ატარებენ ასეთ სამუშაოებს, ეს ძალიან საშიშია,“ – ეს განცხადება, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გააკეთა. პუტინმა ამ თემაზე დღეს პირველად ისაუბრა. ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საგანგაშო იქნება, თუ საქართველოს ტერიტორიაზე მართლაც მუშაობენ ბიოლოგიურ იარაღზე.

„რამდენად სანდოა დოკუმენტები, ამის განსჯას საკუთარ თავზე ვერ ავიღებ. ვნახე საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის განცხადება. უდაოდ, საგანგაშოა. თუ მართლაც ატარებენ ასეთ სამუშაოებს, ეს ძალიან საშიშია. იქიდან გამომდინარე რაც ვნახე, საუბარია რაღაც პრეპარატებზე, რომლებსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ადამიანზე კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის კუთვნილების შესაბამისად. ორი, სამი თაობის შემდეგ რადიკალურად იცვლება საწყისი სახე. როგორ ვებრძოლოთ ? თუ ვინმე ასეთ რამეს აკეთებს. უნდა იცოდეს, რომ სხვაც გააკეთებს. ამიტომ, საჭიროა წინასწარ დაჯდომა და საერთო წესის შემუშავება ამ უკიდურესად მგრძნობიარე სფეროსთვის,“ – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

შეკითხვა რუსეთის პრეზიდენტს „ვალდაის“ ფორუმზე დაუსვეს

იტვირთბა....