“ჩვენ ვნახეთ უდიდესი ტრაგედია, როდესაც ხორავას ქუჩაზე დაიღუპნენ მოზარდები. ჩვენ ვართ ტრაგედიის გაგრძელების მომწრენიც. სხვათა შორის, მირზა სუბელიანი მკვლელი არ არის. კანონიც არეგულირებს ამას, რომ შეგიძლია შენი ოჯახის წევრი, რომელიც სისხლის სამართლის დამნაშავეა, ქეჩოთი არ მიიყვანო პოლიციაში. თუმცა, ეს მორალის ამბავია. თუ შენმა შვილმა რაღაც დააშავა და არ განაცხადე, ეს არ არის ყველაზე დიდი დანაშაული. მირზა “ოცნების” ჯარისკაცია და ყველაზე დიდი დარტყმა აიღო თავის თავზე. მირზას არ აქვს კომპრომატები. როდესაც ოთხ კედელში ხარ, არ იცი რას ლაპარაკობ”, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
შეგახსნებთ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ახალ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აუდიოფაილში, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შუტყობინებლობის ბრალდებით დაპატიმრებული და პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი აცხადებს, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრის კახი კახიშვილის მაკომპრომიტირებელი მასალები აქვს.
ჩანაწერის მიხედვით, ლალი მოროშკინასა და კახისვილის საუბარსაც ახსენებს.
“დაჭერამდე ორი დღით ადრე ავედი მინისტრთან კახიშვილთან, მე თვითონ ვიყავი და მივდივარ ძმაო და ვჯდები-მეთქი და იმედია, შენი მხრიდან პ..ბა არ იქნება მეთქი, პირში ვუთხარი, თორე შენ რასაც აკეთებდი 2013 წელში ეგ ძალიან კარგად ვიცი-მეთქი, ერთ რამეს შეგახსენებ მეთქი, შენ რომ ლალი მოროშკინას მართავდი-მეთქი და ერთხელ რომ გავიდა ზეთში მეთქი და „კახი, კახი“ და რომ ატყდა ერთი ამბავი მეთქი, შენ დაარიგე ლალი მაროშკინა, რომ შენი სახელი კი არა, კახი კალაძის სახელი იყო და ეგ აუდიოჩანაწერები ტ…ში აქვთ მეთქი”, – ნათქვამია ჩანაწერში.
გარდა ამისა, სავარაუდოდ, სუბელიანის განცხადებით, იმდენი მასალა აქვს, რომ ორ ჩანაწერში დაასრულებს ხელისუფლებას.