ახალი ამბები მთავარი სამართალი

მოროშკინა – მირზას კომპრომატები არ აქვს, მისთვის როგორც სვანისთვის მნიშვნელოვანია ოჯახური პრინციპი

ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ მირზა სუბელიანს კომპრომატები არ გააჩნია.

მოროშკინას განცხადებით, ისინი ერთად მუშაობდნენ და პროკურატურაში მისვლამდე ბოლო ზარი სწორედ მოროშინასთან განახორციელა.

“სოზარ სუბარმა ჩათვალა, რომ მირზა სუბელიანი ძალიან კარგი საკადრო ოფიცერია და მისთვის კარიერის გაგრძელება სასჯელაღსრულებაში უპრიანი იქნებოდა და დანიშნა გენინსპექციის უფროსად. მე მინდა გითხრათ, რომ კარგად ვიმუშავეთ ერთად. სხვათა შორის, ჩანაწერებს რაც შეეხება, 2013 წელს ჩვენ პროკურატურასთან ერთად განვახორციელეთ ერთობლივი ღონისძიება, როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან – პირადი შეხვედრების ოთახებიდან, კამერებიდან ამოვიღეთ სათვალთვალო მოწყობილობები იმისთვის, რომ გამოგვერიცხა ოდესმე ვინმეს ეს ჩანაწერები შანტაჟისთვის გამოყენებულიყო.

შესაბამისად, მირზასთან გაცხადებული მქონდა არც თუ ისე სასიამოვნო დამოკიდებულება, მაგრამ ეს ყველაფერი დალაგდა. პროკურატურაში მისვლამდე მირზა სუბელიანთან ბოლოს ჩემი ზარი ფიქსირდება. მირზა სუბელიანი მსხვერპლად შეეწირა. მე ადამიანი არ ვიცი, რომელიც ციხეში თავის ფეხით მიდის. მე დავურეკე და მოვუწონე საქციელი. მე ვუთხარი, რომ მირზა გამაგრდი-თქო. მან მადლობა გადამიხადა გამხნევებისთვის. მირზას კომპრომატები არ აქვს. მისთვის როგორც სვანისთვის მნიშვნელოვანია ოჯახური და კლანური პრინციპი”, – აცხადებს მოროშკინა.

ტელეკომპანია “რუსთავი 2” ახალ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აუდიოფაილში, სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი და ხორავას საქმის ფარგლებში დაკავებული მირზა სუბელიანი აცხადებს, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრის კახი კახიშვილის მაკომპრომიტირებელი მასალები აქვს.

ჩანაწერის მიხედვით, ლალი მოროშკინასა და კახისვილის საუბარსაც ახსენებს.

დაჭერამდე ორი დღით ადრე ავედი მინისტრთან კახიშვილთან, მე თვითონ ვიყავი და მივდივარ ძმაო და ვჯდები-მეთქი და იმედია, შენი მხრიდან პ..ბა არ იქნება მეთქი, პირში ვუთხარი, თორე შენ რასაც აკეთებდი 2013 წელში ეგ ძალიან კარგად ვიცი-მეთქი, ერთ რამეს შეგახსენებ მეთქი, შენ რომ ლალი მოროშკინას მართავდი-მეთქი და ერთხელ რომ გავიდა ზეთში მეთქი და „კახი, კახი“ და რომ ატყდა ერთი ამბავი მეთქი, შენ დაარიგე ლალი მაროშკინა, რომ შენი სახელი კი არა, კახი კალაძის სახელი იყო და ეგ აუდიოჩანაწერები ტ…ში აქვთ მეთქი”, – ნათქვამია ჩანაწერში.

გარდა ამისა, სუბელიანი ამბობს, რომ ტერაბაიტობით მასალა აქვს, რომელიც ხელისუფლებაზე კომპრომატებს შეიცავს.

იტვირთბა....