გუშინ, პირველი ექსპერიმენტული სკოლის სახურავიდან მე-6 კლასის მოსწავლე გადმოვარდა.
მოზარდი იაშვილის კლიიკაში გადაიყვანეს. როგორც “მეტრონომს” იაშვილის კლინიკაში განუცხადეს, ბავშვი ამჯერად ინტენსიურ განყოფილებაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მოზარდს მოტეხილი აქვს ხელები და მას გუშინვე ჩაუტარდა ოპერაცია.
ფაქტს ადასტურებს პირველი ექსპერიმენტალური სკოლის დირექტორიც და ის ყოველგვარ ჩხუბსა და დაპირისპირებს გამორიცხავს.
როგორც დირექციას მოზარდებმა უამბეს, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, მოსწავლეები სათამაშოდ ვერანდაზე ავიდნენ, შემდეგ კი ერთ-ერთი მათგანი გადმოვარდა.