ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხოფერია: “ჩანაწერებში ჟვანიას მკვლელობაზე პირდაპირმა მინიშნებამ დანტონისა და რობესპიერის ამბავი გამახსენა”

პარლამენტის ყოფილი წევრი და ზურაბ ჟვანიას მეგობარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს ეხმაურება.

„არსებობს ლეგენდა, თუმცა, იქნებ სინამდვილეშიც ასე მოხდა: ეშაფოტისკენ მიმავალი ურემი, რომელზეც დანტონიც იჯდა, რობესპიერის ფანჯრებქვეშ ჩაუტარებიათ და დანტონს შეუძახნია უახლოესი მეგობრისა და თანამებრძოლისთვის, ვისი ბრძანებითაც მიესაჯა სიკვდილი – “მაქსიმილიან, გელოდებიო!”

საფრანგეთის რევოლუციას თავისი მნიშვნელობით ვარდების რევოლუცია, ცხადია, ვერ შეედრება, მაგრამ ფორმითა და შინაარსით ყველა რევოლუცია ერთმანეთს ჰგავს.

დღეს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში ისევ ზურაბ ჟვანიას მკვლელობაზე რომ იყო პირდაპირი მინიშნება, დანტონიცა რობესპიერიც იმან გამახსენა!“-  წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ გიორგი დგებუაძის (მასტერა) და ბადრი პატარკაციშვილის დაცვის თანამშრომლის საუბრის ჩანაწერში, სადაც პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაზეა საუბარი, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიაც არის ნახსენები.

 

იტვირთბა....