ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ხო ნახე რაც მოხდა ჟვანიაზე”: რა კონტექსტშია ნახსენები ჟვანია ფარულ აუდიოჩანაწეერებში

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ გიორგი დგებუაძის (მასტერა) და ბადრი პატარკაციშვილის დაცვის თანამშრომლის საუბრის ჩანაწერში, სადაც პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაზეა საუბარი, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაც არის ნახსენები.

დაცვის თანამშრომელი ამბობს: „საწყალი ჟვანია როგორ მოკვდა, რა მოხდა მაგაზე?“

გიორგი დგებუაძე კი პასუხობს: „ჟვანიაზე… გადატრიალებას აპირებდნენ ეგენი. ხო ნახე რაც მოხდა ჟვანიაზე, დამიჯერე რა, მენდე რა, მენდე!“.

პროკურატურის ცნობით, ეს ჩანაწერი 2007 წლის 4 თებერვალსაა გაკეთებული.

იტვირთბა....