ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

2019 წლის ბოლოსთვის თბილისში 11 საბავშვო ბაღი გაიხსნება

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ  2019 წლისთვის ქალაქს 11 საბავშვო ბაღი დაემატება.

​„ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული სკოლამდელი აღზრდის მნიშვნელობა, მით უმეტეს, სახელმწიფოს მიერ მისი უზრუნველყოფა კონსტიტუციით აქვს განსაზღვრული. გვესმის, რომ ყოველწლიურად ბევრი მშობელი ელოდება, მოხვდება თუ არა მისი შვილი ბაღში.

რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია, რადგან ყველა ბავშვი ვერ ხვდება საბავშვო ბაღებში. ეს გამოწვეულია იმით, რომ საბავშვო ბაღების ნაკლებობაა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ეს ყველაფერი.

სწორედ ამიტომ, 2019 წლისთვის თბილისს კიდევ 11 საბავშვო ბაღი დაემატება. 2019 წლის ბოლოსთვის ეს პროექტები უნდა იყოს დასრულებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ქალაქს წელს წელს დაახლოებით 10 ბაღი დაემატა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.

„როცა ხდება ბაღებში რეგისტრაციის გამოცხადება, მშობლები ვერ ასწრებენ რეგისტრაციას. დასწრებაზეა ეს ყველაფერი, რადგან არ გვაქვს საკმარისი ბაღები. ბავშვები კონკრეტულ ჯგუფებში არის საკმაოდ დიდი რაოდენობით, რაც გარკვეულ უხერხულობას ქმნის.

ამიტომ, ბაღების მშენებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მგონია, რომ ეს ახალი ბაღები თავისი დიზაინით და შინაარსობრივად შეესაბამება ყველა იმ სტანდარტს, რომელიც მოთხოვნილია ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მნიშვნელოვანია, საბავშვო ბაღების მშენებლობა, რომ ჩვენ შევძლოთ და მოვახერხოთ ყველა ბავშვისა და მშობლის დაკმაყოფილება, ჩვენ ამას მოვახერხებთ და გავაკეთებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

იტვირთბა....