ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ მისი დეპუტატობის პერიოდში, ივანიშვილი დაემუქრა

გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” წევრი, მურმან დუმბაძე, აცხადებს, რომ მისი დეპუტატობის პერიოდში მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაემუქრა. მან ეს განცხადება გადაცემა “არჩევანში” გააკეთა.

დუმბაძე გავცელებულ აუდიოჩანაწერებზე აცხადებს, რომ მისთვის მოულოდნელი არაფერი ყოფილა და იმის შესახებ, თუ რას მოიმოქმედებდა ხელისუფლება, მან უკვე არჩევნების მეორე დღეს იცოდა.  მისივე თქმით, ამ სტილის მმართველობა ქვეყანაში არ დასრულებულა.

დუმბაძე აცხადებს, რომ  მას გარკვეულ მოვლენასთან დაკავშირებით მთავრობის კონკრეტული პირის არასწორ ქმედებაზე ივანიშვილთან ჰქონდა საუბარი. მისი თქმით, მაშინდელ პრემიერს მისი ტონი არ მოეწონა და   დაემუქრა, რომ ფრთხილად ყოფილიყო, რათა ქუჩაში არაფერი მოსვლოდა.

„დამირეკა და მითხრა, ფრთხილად იყავი, ქუჩაში არაფერი მოგივიდესო,“ – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

 

იტვირთბა....