ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კობახიძე: “რუსთავი 2″ რუსული პროპაგანდისტული არხია”

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იორაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა.

კობახიძის განცხადებით, ოცნებამ ოპონენტებს ევროპული სტილის საარჩევნო კამპანიის ჩატარება შესთავაზა, თუმცა მათგან პასუხია ისეთი კამპანია, რომელიც შორს არის ევროპული და დასავლური საარჩევნო კულტურისგან.

ირაკლი კობახიძემ წინასაარჩევნო კამპანიის ის ხარვეზები ჩამოთვალა, რომელიც თან სდევს ამ პროცეს, მათ შორის დაასახელა ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის შეურაცხყოფა, კანდიდატის მხარდამჭერებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობა, დესტრუქცია, რომელიც ზურაბიშვილსა და მოსახლეობას შორის გამართულ ყველა შეხვედრაზე ჩანს და ბოლოს, კობახიძემ დაასახელა საპრეზიდენტო კანდიდატების მხრიდან პოპულისტური და ცრუ დაპირებების გაცემა

“მაგალითად პენსიის შესახებ, არის დაპირებები რომელთა შესრულების არავითარი რესურსი არ აქვს მომავალ პრეზიდენტს”, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კიდევ ერთი დარღვევა ის არის, რომ ფიქტიური პარტიები უფასო საეთერო დროს და საბიუჯეტო ხარჯებს, საუბარია მილიონობით ლარზე, უკანონოდ იყენებენ: “და ბოლოს ტოტალური პროპაგანდა, რომელსაც პარტიული ტელევიზია აწარმოებს. ჩვენ ყველა ამ დარღვევასთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას მივაწვდით საერთაშორისო დამკვირვებლებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, რუსთავი ორი აწარმოებს რუსული სტილის

ტვინისგამორეცხვის პოლიტიკას, რომელიც ზუსტად შეესატყვისება პროპაგანდისტული რუსული არხების “საუკეთესო პრაქტიკას”. რუსთავი ორმა შეითავსა პოლიტიკური პარტიის როლი და ფუნქცია”, – განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....