საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზაზა სარალიძე ირინა ენუქიძეს შეადარა. გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ხორავას ქუჩის მკვლელობაზე ისაუბრა.
ირინა ენუქიძის მსგავსად ზაზა სარალიძე იცავს ჩვენი შვილების სიცოცხლეს – ტრაგიკულია რომ 10 წლის თავზე იმ ტრაგედიიდან რომელმაც შეძრა ჩვენი საზოგადოება, დედაქალაქის მთავარ გამზირზე დღეს იგივე ტრაგედიის, საზოგადოებისთვის გაზიარებით დგას შვილმკვდარი მშობელი,”-განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, პოლიტიკური რეაქციების მოზარდების მკვლელობის საქმეზე, შემაშფოთებელია. მისი თქმით, საზოგადოებაში ჩნდება განცდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება მისულია იმ დონემდე, რომ საფრთხე ექმნება ადამიანის უფლებების სახელმწიფოს მიერ ეფექტურ დაცვას.