ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარნეულში მამაკაცს მატარებელი დაეჯახა

მარნეულში, ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა.

წინასწარი ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი რკინიგზის რელსებზე იჯდა, მატარებლის მემანქანის ხმოვანი სიგნალით მიუხედავად, ის რელსებიდან არ გადავიდა, რა დროსაც მატარებელი დაეჯახა.

მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც „მეტრონომს” შინაგან საქმეთა სმაინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....