აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ფარულ ჩანაწერებში გაჟღერებული ამბები რეალობასთან ახლოს არ უნდა იყოს”

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერეენკო, “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცეებულ ფარულ აუდიოანაწერს გამოეხმაურა, რომელშიც სუბელიანიც ფიგურირებს.

ჩანაწერებში ისმის როგორ ესაუბრება პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს და ყოფილ მაღალჩინოსანს, დავით  ცუხიშვილს.

დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ დავით ცუხიშვილი მისი უწყების თანამშრომელია, თუმცა გაურკვეველია რა სტატუსით მონაწილეობდა იგი შეხვედრაში.

ჯანდაცვის მინისტრისთვის ჩანაწერში გაჟღერებული ფაქტებიც დაუჯერებელია.

ამ ჩანაწერებს რომ მოვუსმინე, პირველი შთაბეჭდილება იყო, რომ წარმოუდგენელია ეს რეალური იყოს. რამდენადაც მე ვიცი ამ ჩანაწერების ირგვლივ აღძრულია გამოძიება და მე მგონი, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. ჩემი პირადი პოზიცია არის, რომ იქ გაჟღერებული ამბები რეალობასთან ჩემი აზრით არ უნდა იყოს ახლოს“- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

 

შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ზე გუშინ ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ამჟამად, ხორავას ქუჩის სკანდალურ საქმეზე პატიმრობაში მყოფი, მირზა სუბელიანი მონაწილეობს (ჩანაწერის ავთენტურობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის). საუბრის შინაარსის მიხედვით, მირზა სუბელიანს დაკავებამდე ჰქონდა კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

იტვირთბა....