aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

ზურაბიშვილი – მე არ ვარ თერგდალეული, მე ვარ სენადალეული

aviabiletebi
ავიაბილეთები

“​მე არ ვარ თერგდალეული, მე ვარ სენადალეული და თურმე ეს არის ამ ქვეყანაში დანაშაული ვიღაცებისთვის, ყველასთვის – არა. ძალიან ბევრია წასული ჩემსავით, თუნდაც აქედან, ყაზბეგიდან და სხვადასხვა ქვეყნებში არიან დღეს გადასულნი საცხოვრებლად, სამუშაოდ თუ სტუდენტებად და ჩვენი ქვეყნის მომავალი დიდწილად დამოკიდებული არის იმაზე, თუ იმათ როგორ დავიბრუნებთ, როდის დავაბრუნებთ, რამდენად ღირსეულად დავაბრუნებთ და ამ კუთხით მე ერთგვარი სიმბოლო ვარ ამ დაბრუნების, რომ შეიძლება ამ ქვეყანაში დაბრუნება. თუნდაც დღეს, როცა ჯერ არ არის ფეხზე ისე დამდგარი, როგორც ყველა ვისურვებდით, მაგრამ არის ის, რასაც ჩემები ისურვებდნენ თავიანთ დროს. დამოუკიდებელი არის, თავისუფალი არის და აქვს ყველა საშუალება, რომ თვითონ განვითარდეს ბოლომდე”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.

იტვირთბა....