aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

ზურაბიშვილი – არ ვთვლი, რომ ქართული ჩოხა უნდა გაგვეტანა ვარდისფერ ვარიანტში

aviabiletebi
ავიაბილეთები

“პრეზიდენტი მსოფლიოში საქართველოს კულტურის გამტანი უნდა იყოს. გამტანი იმიტომ, რომ საქართველოს შეუძლია, დღეს ძალიან ბევრი გაიტანოს და მიუტანოს ევროპასა და სხვა ქვეყნებს. ჩვენ ვინარჩუნებთ ყველა იმ ფასეულობას, რომლის წყურვილი შეიძლება დღეს მსოფლიოში იყოს. ჩვენ შეგვიძლია, მსოფლიოს ჩვენი კულტურა და ეს შარშან მოხდა, როდესაც იუნესკო-მ ჩვენი ალფავეტი (ანბანი) აღიარა მსოფლიოს უძველეს ნიმუშად და შეიტანა მსოფლიო უძველეს მემკვიდრეობის სიაში.მე ასეთი წინადადება მაქვს, რომ მეგრული ოდა წარვადგინოთ. ასევე, ვფიქრობდი ქართული ჩოხა, როგორც სამოსი. მე, მაგალითად, არ ვთვლი, რომ ქართული ჩოხა უნდა გაგვეტანა ვარდისფერ ვარიანტში. არა მგონია, რომ ჩვენი უცხოელი მეგობრებისთვის ჩოხის ჩვენების ფორმა იყოს”, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დუშეთში ამომრჩეველთან შეხვედრისას.

შეგახსენებთ, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სააგენტო ლივინგსტონის კრეატიული დირექტორი გიორგი ავალიანი ქართული ერონვული სამოსით, ჩოხით წარდგა, რომელიც ვარდისფერი იყო. ამან საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გმაოიწვია.

იტვირთბა....