aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მელია: “კობახიძე არის პოლიტიკური დაქოქული თოჯინა ერთი და იგივე ფრაზებით”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა,ნიკა მელიამ ბიუროს სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ კობახიძე არის პოლიტიკური დაქოქილი თოჯინა.

ეს კაცი რომ ნამდვილი პარლამენტის თავმჯდომარე იყოს და ნამდვილი დეპუტატები ჰყავდეს “ქართულ ოცნებას”, მოიწვევდნენ საგანგებო სხდომას და დააყენებდნენ მთავრობის ნდობის საკითხს. ეს კაცი არის პოლიტიკური, დაქოქილი თოჯინა ერთი და იგივე ფრაზებით. საუბრობენ წინა ხელისუფლებაზე. წინა ხელისუფლების ყოფილი წევრები ჰყავთ გუნდში, ორი მათგანი აქაც ზის, ბიუროზე. რამე პრეტენზია თუ აქვთ, მათ მოკითხონ” – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, ახლა ირაკლი კობახიძე კოჭს უგორებს ბიძინა ივანიშვილს, რადგან მისგან ფინანსდებიან.

იმით, რაც დღეს გააკეთა, მის სასახლეს კიდევ ერთი სართული დააშენდება. მათ იციან, რომ ქვეყანაში პრობლემაა, მაგრამ სიმართლეს ვერ ამბობენ. ფარცხალაძის სარდაფი დღესაც მოქმედებს. ეს ადამიანები არიან ტყვეები. ამ ადამიანებისგან არ ვითხოვთ გამოძიებას, შს მინისტრი თავის თავს დაისჯის? – რას იტყვიან ახლა. ბატონმა კობახიძემ რა უნდა ქნას, ხომ არ იტირებდა. მე იმის მოლოდინი არ მქონდა, რომ ბოდიშს მოიხდიდა” – აღნიშნა მელიამ.

იტვირთბა....