“როგორც ოქრუაშვილის საქმეზე გაეცა ყველა კითხვას პასუხი, ასევე ამ საქმეზე გაეცემა ყველა კითხვას პასუხი. გუშინდელ ჩანაწერში მე კონკრეტული პირის მხრიდან კონკრეტული მუქარა ამოვიკითხე, ისევე როგორც თავის დროზე ოქრუაშვილის მხრიდან ამოვიკითხეთ მუქარა. ამ მუქარის არავის ეშინია. ვერც ნიკა გვარამიას მიერ მინიჭებული იმუნიტეტი ვერ დაიცავს ვერავის, როდესაც ის ხელისუფლებას ემუქრება. კითხვებს პასუხები აუცილებლად გაეცემა. გვპირდებოდნენ, რომ ახალ საქართველოში გავიღვიძებდით ამ ჩანაწერების მერე. ეს ის საქართველოა, რაც გუშინ იყო. ეს ის საქართველოა, სადაც წარსულში ნაც. მოძრაობა აწამებდა, აუპატიურებდა, აყაჩაღებდა”, – განაცხადა ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერით, პირი, რომელიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანია, აცხადებს, რომ ძალიან დიდი არქივი აქვს და რომ მოუნდეს, ორ ჩანაწერით დაამთავრებს ამ მთავრობას. ის პარლამენტის დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ესაუბრება.
გარდა ამისა, პროკურატურაში “რუსთავი 2-ზე” გასულ ფარულ ჩანაწერებთანდაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.
პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, ხორავას ქუჩის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებითაა დაკავებული.