“ჩვენ უკვე ვიხილეთ ერთი სპექტაკლი, რომელიც წარუმატებლად დასრულდა. შემოგვთავაზეთ მეორე სპექტაკლი, რომელიც წარუმაებლად დასრულდება და რატომ, იქ სადაც არ არის დანაშაული და გადაცდომა, ვერ შეიქმნება კომპრომატი. 9 წელს რაც შეეხება, იქ ფარული ჩანაწერებით კი არ შექიმნა თქვენს რეჟიმზე შთაბეჭდილება, შეიქმნა ფატქებით. ფაქტი იყო რა, მაგ; 10 000 კაცმა საკუთარი სურვილით სახელმწიფოს ქონება აჩუქა, კონკრეტული ადამიანები აწამეთ, დახოცეთ და ეს არის ფაშიზმი და ყველაფერი. ამას ვერ გადაფარავთ, ვერც ერთი სპექტაკლით, ვერც მეორეთი და ვერც მესამეთი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “ევროპული საქართველოს” წევრ სერგი კაპანაძეს უთხრა, გუშინ “რუსთავი 2-ზე” გასული ფარული აუდიოჩანაწერის შეფასებისას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერით, პირი, რომელიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანია, აცხადებს, რომ ძალიან დიდი არქივი აქვს და რომ მოუნდეს, ორ ჩანაწერით დაამთავრებს ამ მთავრობას. ის პარლამენტის დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ესაუბრება.
გარდა ამისა, პროკურატურაში “რუსთავი 2-ზე” გასულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.