“ყველაფერს გავაკეთებ, რომ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ერთიანი. სიმართლე გითხრათ ბოლომდე ვერ გავიაზრე და ვერ გავითავისე ის ფაქტი, ასე ვთქვათ რომელსაც აქვს ადგილი, რომ პარტია არის გაყოფილი. მე ჯერაც ისევ ვუყურებ, რომ ამ ორმა ძალამ რაღაც ეტაპზე მაინც უნდა ნახოს საერთო ენა და საერთო ინტერესებისთვის იბრძოლოს. ამიტომ ჩემს მდგომარეობაში არჩევანზეც კი არ ვფიქრობ, იმიტომ, რომ მე ისინი ერთიანად და ჩემს მეგობრებად და თანამებრძლებად მიმაჩნია. მე მინდა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ძალები იყვნენ ერთიანნი. მე მინდა, რომ მთელი ენერგია ძალების გაერთიანებას მოვახმარო” – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა.